saqarTvelos qedebi - gomeris qedi
ქედი ქვემო ქართლში, მდინარეების ალგეთისა (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) და ჭივჭავას (ხრამის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი, გამოეყოფა ბედენის ქედს სამხრ. მიმართულებით. აგებულია ცარცული ვულკანოგენური ფაციესის კირქვებით, მერგელებით, იშვიათად - სხვადა სხვა შედგენილობის ვულკანოგენური ქანებით. ჩრდილოეთ ნაწილში ქედის კალთები საკმაოდ დახრილი და დასერილია. ქედის სიმაღლე ზ. დ. 1800 მ აღწევს, სამხრეთ-აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება (მთები გომერი - ზ. დ. 1458 მ და სამება - ზ. დ. 1199 მ ). დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით.